მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 5 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 160 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 337.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button