მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კარანტინი მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა უკვე შეზღუდულია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„ამ მომენტისთვის, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყება და მოძრაობა უკვე შეზღუდულია. რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს.” – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

„ამ ეტაპისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაინებით, 28 დღის ვალდებულება არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ.

“დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს, ჩვენ ვეძებთ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ გადამტანები.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, დაბა მესტიაში ინფიცირების პირველად წყაროდ, სტუმრად მყოფი მამაკაცი არის მიჩნეული. მისივე თქმით, გამომიდნარე იქიდან, რომ შესაბამისი ქმედებები დროულად განხორციელდა, არ არსებობს მოლოდინი, რომ პაციენტების რიცხვი მაღალი იქნება.

„უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება.

“თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები დაწყებული იყო დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა.” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

“ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონსიძიებები განვახორციელოთ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძე მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ადამიანებს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს: სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში. ასევე დაიცვან დისტანცია, მათ შორის, ღია სივრცეებშიც.

“იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი. მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში.” – განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ვირუსის პირველი წყარო.

„ნუ ავურევთ ერთმანეთში გაჩიანს და მესტიას. იქ გრძელდება კიდევ მუშაობა, რადგან პრობლემები მთლიანად არ არის აღმოფხვრილი და თავისთავად, გრძელდება კვლევები. იქიდან ვერავინ ჩავიდოდა, მკაცრი საკარანტონო რეჟიმი იყო. ამიტომ ეს ორი თემა გავმიჯნოთ, იქ ცალკე ვმუშაობთ, აქ – ცალკე… ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს. თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა.” – განაცხადა იმნაძემ.

მოისმინეთ პაატა იმნაძის ხმა.

ცნობისთვის, ბოლო 2 დღის განმავლობაში მესტიაში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. მათგან ინფიცირების წყარო ერთ-ერთი პირია, 16 კი, მისი კონტაქტები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button