fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ხმაური რუსთავის პარკში

167

ხმაური იყო რუსთავის ცენტრალურ პარკში.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, რომლის პარალელურადაც, გიორგი ვაშაძის პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა ოპოზიციის აქტივისტებს “ქართული ოცნების” ლიდერებთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, უცნობმა პირმა ერთ-ერთ მანთგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

“ლაივის კადრში გვაქვს, ვინც ჩვენს ახალგაზრდას ხელი დაარტყა. აუცილებლად ამოვიღებთ მაგას ლაივის კადრიდან და ის აუცილებლად აგებს პასუხს.

“მამისტოლა კაცი მოვიდა აქ და შვილისტოლას ურტყამს ხელს. ამაზე უნამუსობა თუ გინახავთ?
ჩაიდეს 45 მილიონი, გაისქელეს ჯიბეები. მოვედით აქ გასაპროტესტებლად, ალყაში მოგვაქციეს და თან მოდიან და ხელს გვირტყამენ.” – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს 45 მილიონი იმ ბიზნესოპერატორებს გადაერიცხა, რომლებმაც შემდეგ პარტია “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კამპანიები დაუფინანსეს.

“კორონავირუსის პერიოდში, ყველაზე მეტად როცა უჭირდა საზოგადოებას, მაშინ აიღეს ამათ ეს ფული და თავიანთი ახლობლების, ძმაკაცების კომპანიებს ჩაურიცხეს, რომლებიც მერე ამათ კამპანიებში ურიცხავენ ფულებს. სად გაქრა ეს ფული, კაცმა არ იცის, ჩაიდეს ჯიბეში. ხალხი შიმშილობს და ელოდება კაპიკებს.” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქციის მონაწილეები ფიზიკური შეურაცხყოფისთვის პროკურატურაში ჩივილს აპირებენ, თუმცა, მათი განცხადებით, აღნიშნულ უწყებას არ ენდობიან და იმედი არ აქვთ, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ამ წუთებში | საპროტესტო აქცია რუსთავის პარკში

Geplaatst door Info rustavi op Maandag 17 augustus 2020

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი