Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პირველი ინფიცირებულის 7 კონტაქტი კახეთში

407

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ინფიცირებული ქალის 7 კონტაქტია გამოვლენილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა კონტაქტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვისაა გადაგზავნილი.

“ჯინექსპერტის მეთოდით დავტესტეთ პაციენტის მეუღლე, როგორც ყველაზე საყურდღებო და მას ვირუსი არ დაუდასტურდა. დანარჩენი კონტაქტების პასუხი ამაღამ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, კახეთში, ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენები ჩვენს რეგიონს არ ეთვლება.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ველისციხეში მცხოვრები შუა ხნის ასაკის ქალი, რესპირატორული ნიშნებით, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. კორონავირუსი მას 9 სექტემბერს დაუდასტურდა.

პაციენტი, სამკურნალოდ, უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი