მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონებში

კახეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსი ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს გამოუვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც. ვირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გორში გამართულ ქორწილში დაინფიცირებული პირის კონტაქტია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.

ველისციხეში ვირუსი გამოუვლინდა ასაკოვან ქალს, რომელსაც კონტაქტები აქვს თბილისში და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ნელი ხიზანიშვილი

“ვფიქრობთ, რომ ეს ქალბატონი გახდა რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული შემთხვევის წყარო.
რაც შეეხება სოფელ მატნის შემთხვევას, გვაქვს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ვირუსი გადაედო ქალბატონისგან, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ წყაროს ზუსტად დასადგენად და კონტაქტების გამოსავლენად.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული პირები უკვე გადაიყვანეს თბილისში, სპეციალურ კოვიდ-კლინიკებში სამკურნალოდ.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევა, სოფელ ველისციხეში, 9 სექტემბერს გამოვლინდა. ინფიცირებული პირის 7 კონტაქტიდან, ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

აჭარის მთავრობის სხდომა

COVID–19 დაუდასტურდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ თანამშრომელსაც. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ავრცელებს.

“აჭარაში დაახლოებით, 22 უცნობი შემთხვევაა, პირველწყარო არ ჩანს ჯერჯერობით. 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში”. – თქვა რუსუდან შავიშვილმა.

მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან, 87 აჭარაშია, 28 – სამეგრელოში, 19 – იმერეთში, 6 – გურიაში, 18 – თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

„158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და წყნარად ვიყოთ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა.“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button