LIVE : კახეთში Covid19-ი 10 წლის მოზარდს დაუფიქსირდა – ვითარება სამ კლასტერად იყოფა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსი 10 წლის მოზარდს დაუფიქსირდა.
მოზარდი მატნის საჯარო სკოლის დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახიდანაა და მისი მშობლები გადაყვანილი არიან თბილისში ერთ-ერთ კოვიდ ცენტრში სამკურნალოდ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მატნის ორივე საჯარო სკოლა გადაყვანილი იქნა დისტანციური რეჟიმის სწავლებაზე.
მატანში ეპიდემიოლოგიური ვითარება წუხელ, 13 სექტემბერს გართულდა. რამდენ ხანს დარჩება სოფელ მატანში სამედიცინო პუნქტები ჯერ-ჯერობით უცნობია.
სულ კახეთში ამჟამად 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების ნაწილი ლაგოდეხსა და ველისციხეს კლასტერებსაც უკავშირდება.
დეტალები მოისმინეთ რადიო ჰერეთის კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვაში
უსმინეთ ჩვენს რადიოსადგურებს: კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8, დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5, ბათუმში რადიო ციტრუსი FM97.3
წაიკითხეთ ასევე
-
- LIVE : კახეთში Covid19-ი 10 წლის მოზარდს დაუფიქსირდა – ვითარება სამ კლასტერად იყოფა
- BREAKING LIVE – კახეთი წითელი ზონაა – 23 ახალი შემთხვევა
- მთავრობა: “საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება”
- ლაგოდეხში კორონავირუსის 5 შემთხვევაა
- 15 ახალი შემთხვევა კახეთში – მატანში სამედიცინო პუნქტი განთავსდა
- სოფელ მატანში სასწავლო პროცესი შესაძლოა არ დაიწყოს
- “საფრთხე რომ COVID19 ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს”
- ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა
- პირველი ინფიცირებულის 7 კონტაქტი კახეთში