მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში კოვიდ19-ით პოლიციის თანამშრომლები დაინფიცირდნენ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის სამმართველო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.” – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს.

“გეგმიური ტესტირების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ორი თანამშრომელია დაინფიცირებული. ერთი კანცელარიის თანამშრომელია, მეორე კი, დამლაგებელი. დანარჩენ თანამშრომლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ამიტომ აგრძელებენ მუშაობას.” – განმარტეს პრესცენტრში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ მოსულიშვილის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

“ერთი პოლიციელია მხოლოდ, რომელსაც აქვს მსუბუქი სიმპტომები. ის გადაყვანილია თვითიზოლაციაში და ვაკვირდებით მის მდგომარეობას. დანარჩენი თანამშრომლები გეგმიურად გავტესტეთ და არც ერთ მათგანს ვირუსი არ აქვს. თვითონ უწყება, ბუნებრივია, სამმართველოში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.” – განაცხადა მოსულიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს გამოვლინდა. კოვიდ-19 სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. დაინფიცირებული პირები თბილისის კოვიდ-კლინიკებში უკვე გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button