მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 18 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 30 205 226 შემთხვევაა დადასტურებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში 946 673 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე მეტი, – 197 655 ადამიანი, – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 134 935 – ბრაზილიაში და 84 372 – ინდოეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 676 410 ადამიანი, ასევე, ინდოეთი – 5 214 677 ინფიცირებული და ბრაზილია – 4 455 386 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, იანვრიდან დღემდე, კორონავირუსისგან განიკურნა 20 548 561 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button