Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი შემთხვევები: 187 კოვიდინფიცირებული, 46 გამოჯანმრთელებული

453

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3 306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 46-ით გაიზარდა და 1 481 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 5 014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 836 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი