Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი შემთხვევები: 196 კოვიდინფიცირებული, 13 გამოჯანმრთელებული

417

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196-ით გაიზარდა და 3 502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1 494-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5 014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი