კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 11 მგზავრი დაშავდა,მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

11 მგზავრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა თელავი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი, სამარშუტო მიკროავტობუსი, ბორდიურს შეეჯახა და გადავარდა.

ავტომანქანას ყვარელში, რთველში სამუშაოდ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან, დაქირავებული მუშა-ხელი გადაჰყავდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, რვა დაშავებული მგზავრი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ოთხი წლის მცირეწლოვანი მენჯ-სახსრის მოტეხილობის გამო თბილისშია გადაყვანილი.

საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაცია, უკვე ოთხ პაციენტს ჩაუტარდა.

“ერთს ყვარელში ჩაუტარდა ოპერაცია და აქ გადმოიყვანეს. დანარჩენებს აქ უკეთებენ. არასრულწლოვანი, თბილისშია გადაყვანილი, რადგან ვავშვთა რეანიმაცია არ გვაქვს ძირითადად ტრამვული დაზიანენებია “- განაცხადა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button