Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გაეროს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა

65

გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდა, – ამის შესახებ გაერო-ს ხელმძღვანელი Twitter- ში წერს.

„მოხარული და მადლიერი ვარ, რომ დღეს კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომია.

ამ პანდემიისგან არცერთი ჩვენგანი არ ვიქნებით დაცული, მანამ, სანამ ყველა ჩვენგანი არ იქნება დაცული,“- წერს გაერო-ს გენერალურ მდივანი.

ანტონიო გუტერეშს ვაქცინაცია ნიუ-იორკში, ბრონქსის ოლქში ჩაუტარდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი