კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ანზორ ჩუბინიძე ჩანაწერის ნამდვილობას ნაწილობრივ ადასტურებს

ტელეკომპანია “იმედი” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინტერვიუს ავრცელებს.

ანზორ ჩუბინიძე ფაქტობრივად ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ამავდროულად აცხადებს,რომ  უკანონო ჩანაწერების გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით, მოისმინა, მოდელირებულია.

როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ.

მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.

6 მარტს, “ტვ პირველის” ეთერში გასულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button