ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა უკრნაში - პესკოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 19 000
ტანკი – 700
ჯავშანტექნიკა – 1 891
საარტილერიო სისტემა – 333
სარაკეტო სისტემა – 108
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55
თვითმფრინავები – 150
ვერტმფრენი – 135
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 361
გემი/ნავი/კატარღა – 7
საწვავის რეზერვუარი – 76
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 112
სპეციალური აღჭურვილობა – 25
გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა “მნიშვნელოვანი დანაკარგი” განიცადა უკრნაში – სადაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს შეიჭრა, კრემლის ფრაზით “საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დროისთვის ყველაზე ბოლოს, 25 მარტს განაცხადა, რომ კამპანიის დაწყებიდან დაიღუპა 1351 რუსი ჯარისკაცი, დაიჭრა 3825 სამხედრო.
ორი დღით გვიან გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, დაღუპულია სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი.
“დიდი სამხედრო დანაკარგი გვაქვს”, – უთხრა პესკოვმა ბრიტანულ არხს, Sky News-ს, ინტერვიუში და დასძინა: “ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა”.
გაერო აცხადებს, რომ დადასტურებულია ათასზე ბევრად მეტი სამოქალაქო პირის სიკვდილი, თუმცა რეალური მონაცემი, დიდი ალბათობით, ამ რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს.