ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი აშქელონი იბომბება

ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან დასავლეთ გალილეასა და ქალაქ აშკელონზე საჰაერო თავდასხმა ხორციელდება. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
მათი ცნობით, აშკელონსა და მიმდებარე ქალაქებში სირენების ხმა ისმის.
ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.
მანამდე, „ჰამასმა“ განცხადება გავრცელება, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის საპასუხოდ ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ისრაელის სანაპირო ქალაქ აშკელონს დაბომბავდა „ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თავშესაფარში ვსხედვართ. ყველა თავის ტელეფონს უყურებს და სულმოუთქმელად ელოდება, რა იქნება შემდეგ. ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა გავიგეთ“, – იუწყება BBC-ის კორესპონდენტი.
თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე „ჰამასი“ ისრაელის მოქალაქეებს აფრთხილებს, ქალაქი აშკელონი დღეს, ადგილობრივი დროით 5 საათამდე დატოვონ.
ქალაქი აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
განცხადება „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ გაავრცელა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა, რის გამოც მოსახლეობა და ვიზიტორები თავშესაფრებში გადადიან.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შაბათიდან მოყოლებული 4 500 რაკეტა ისროლეს.