ზურა ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აღნიშნული ადვოკატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით და მან კვლავ არ შეცვალა გადაწყვეტილება.
ადვოკატების დარბაზიდან გასვლასთან დაკავშირებით მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, რომ ამას სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვლიდა, რასაც მას გვარამიამ უპასუხა, რომ თუ უნდოდა, დაეჯარიმებინა.
“თქვენ არ ხართ მოსამართლე”, – მიმართა ირაკლი შვანგირაძეს ნიკა გვარამიამ.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პოზიცია ჰკითხა, რასთან დაკავშირებითაც მან უპასუხა, რომ მისთვის ადვოკატი დაენიშნათ.
“გაბრძანდით” – უთხრა მათ მოსამართლემ, რასაც გვარამიამ ასე უპასუხა: “მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები”,- განაცხადა გვარამიამ.
ჯაფარიძის სხდომა ადვოკატის გარეშე გაგრძელდება თუ მას საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ – მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პოზიცია ჰკითხა, რასთან დაკავშირებითაც მან უპასუხა, რომ მისთვის ადვოკატი დაენიშნათ.
“ორი შუამდგომლობა დამიტოვეს, რომელიც დასაყენებელია და ადვოკატი მჭირდება”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, იმასთან დაკავშირებით, ჯაფარიძის სხდომა ადვოკატის გარეშე გაგრძელდება თუ მას საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ.
ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს, რომ დავრჩეთ სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ სხდომის დარბაზი. არ ვიცი, პროცედურები როგორ გაგრძელდება, ეს არის მათი გადასაწყვეტი, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ახლა სხდომა ან უნდა გადაიდოს, ან სახაზინო ადვოკატი დაუნიშნონ ჯაფარიძეს, რომელიც საქმის მასალებს უნდა გაეცნოს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და, ასევე, არაერთი შუამდგომლობა უნდა დააყენოს, მათ შორის, დევნის შეწყვეტაზე.
“ჩვენ არაერთი შუამდგომლობა დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე ზურამ გადაწყვიტა, რომ აზრი არ ჰქონდა მისი ადვოკატების იქ ყოფნას, ეს იყო ზურას გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებას ვეთანხმებით სრულად, მას თუ არ სურს და ჩვენს ვეღარ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს, რომ დავრჩეთ სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ, ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ სხდომის დარბაზი. არ ვიცი, პროცედურები როგორ გაგრძელდება, ეს არის მათი გადასაწყვეტი. სასამართლომ მოგვცა შენიშვნა, რომ ეს იქნებოდა დარღვევა, მაგრამ მე მივანიშნე სასამართლოს, რომ 11-პირიან საქმეზეც ასე მოხდა, მაგრამ ეთიკის კომისიამ ეს დარღვევად არ ჩათვალა, ამიტომ ძალიან დიდი იმედი ნუ ექნება, რომ დარღვევად იქნება ეს გამოცხადებული.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოიფიქრებენ, რას მოიფიქრებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. სხდომა ან უნდა გადაიდოს, ან უნდა გაგრძელდეს, საზოგადოებრივ ადვოკატს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მასალებს გაეცნოს. არაერთი შუამდგომლობა არის დასაყენებელი, მათ შორის, დევნის შეწყვეტასა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები იწურება, სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება.
„მოსამართლემ ჩვენ მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, აკმაყოფილებს. კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, ერთ-ერთია გირაოს გაუქმებაზე. არ გაჟღერებულა ჯერ, მაგრამ ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ ისინი პატიმრობას მოითხოვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. წულუკიანზე დაყენებული შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა, წულუკიანამდე ვერ მიდის ეს ამბავი, ვერ ბედავენ, აქვე ამბობენ უარს. სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ გადადებენ, აღარ უნდათ მეორედ საპოლიციო ძალების მობილიზება. ამ პოლიციელებმა და მოსამართლეებმაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ. ამ ხალხის მეორედ მობილიზების უნარი თუ თავი აღარ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით.
„მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, ვინც რუსთაველზე გადიოდნენ და ახლა სახლში არიან. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანას გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ირაკლი ოქრუაშვილმა გირაოდ შეფარდებული თანხა არ გადაიხადა და ის 14 მაისს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. როგორც პოლიტიკოსები თავად ამბობენ, ჯაფარიძისა და ოქრუაშვილის მსგავსად, გირაო არ გადაუხდიათ არც გვარამიას და არც მელიას.