მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 2 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 6-ით გაიზარდა და 791 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 229 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.