ახალი შემთხვევები: 3 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, 3-ით გაიზარდა და 771-ია.
კარანტინის რეჟიმშია 2 744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
“კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.
„ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი.” – განაცხადა გაბუნიამ.