ახმეტაში კორონავირუსის დიაგნოზი 10 თვის ჩვილს დაუსვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, კორონავირუსის დიაგნოზი 10 თვის ჩვილს დაუსვეს. მცირეწლოვანი მატნის საჯარო სკოლის დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახის წევრია.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თავად პედაგოგი, 5 სექტემბერს, გორში გამართული ქორწილის მონაწილეა, რომლის შემდეგ, სოფელ მატანში სულ 12 პირი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაინფიცირებული პირები ერთმანეთის ნათესავები არიან.
“ეს შემთხვევები, ძირითადად, არის ოჯახურ-ნათესაური კავშირები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებიან. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ კონტაქტების კვლევას და ხვალ ზუსტად გვეცოდინება მათი რაოდენობა.” – განუცხადა ჰერეთს ხიზანიშვილმა.
სოფელ მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 9 სექტემბერს დადასტურდა. ინფიცირებულ პირთა რაოდენობის ზრდის გამო, 14 სექტემბერს, მატანში სამედიცინო პუნქტები განთავსდა, სადაც მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო.
-
LIVE : კახეთში Covid19-ი 10 წლის მოზარდს დაუფიქსირდა – ვითარება სამ კლასტერად იყოფა
-
BREAKING LIVE – კახეთი წითელი ზონაა – 23 ახალი შემთხვევა
-
მთავრობა: “საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება”
-
ლაგოდეხში კორონავირუსის 5 შემთხვევაა
-
15 ახალი შემთხვევა კახეთში – მატანში სამედიცინო პუნქტი განთავსდა
-
სოფელ მატანში სასწავლო პროცესი შესაძლოა არ დაიწყოს
-
“საფრთხე რომ COVID19 ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში გავრცელდეს არ არსებობს”
-
ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა
-
პირველი ინფიცირებულის 7 კონტაქტი კახეთში