მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტიდან COVID19-ზე 600 პირს ამოწმებენ

14 სექტემბრის საღამოსათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 600 პირის საკვლევი მასალაა აღებული. – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა რადიო ჰერეთთან განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში განთავსებული სამედიცინო პუნქტები, ტესტებს დღის ბოლომდე აკეთებდნენ.

“მუშაობა მიმდინარეობდა მთელი დღე. უკვე ავიღეთ 600 ბიოლოგიური ნიმუში, რომლის პასუხები ხვალ, დღის განმავლობაში და ზეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების გამოსავლენად, რომლებსაც კორონა ვირუსზე გამოვიკვლევთ.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

სოფელ მატანში ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება ხვალ, 15 სექტემბრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, მატანში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, სამედიცინო კარვები 14 სექტემბერს დილით დაიდგა. ექიმები ადგილობრივი მოსახლეობის გაფართოებულ ტესტირებას ატარებენ. პარალელურად, სოფელში შემსვლელ-გამსვლელი პირების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე

მსგავსი პოსტები

Back to top button