მსოფლიოსიახლეები

“ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს”

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე, სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო“. – ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე, ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს. ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.

“ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ”. – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button