ბიონსე ტყუპებს ელოდება [Photo/Video]

ამერიკელმა მომღერალმა, ბიონსემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფეხმძიმედაა. ბიონსე და მისი მეუღლე, რეპერი Jay-Z ტყუპებს ელოდებიან, – გვაცნობებს CNet.
მომღერალმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა:
“გვსურს, ჩვენი ბედნიერება და სიყვარული გაგიზიაროთ. ორჯერ დავილოცეთ. მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ოჯახი კიდევ 2 ადამიანით გამდიდრდება. კეთილი სურვილებისთვის მადლობას მოგახსენებთ”.
როგორც ცნობილია, ბიონსესა და Jay-Z-ს ერთი ქალიშვილი – აივი ბლუ კარტერი უკვე ჰყავთ. ბავშვი 2012 წლის 8 იანვარს დაიბადა.
[print_gllr id=52492]