მსოფლიოსიახლეები

ჩეხეთში პირბადეების ტარების ვალდებულება უქმდება

ჩეხეთის რესპუბლიკა პირბადეების ტარების ვალდებულებას 1-ელი ივლისიდან გააუქმებს. როგროც ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვიოტეხმა განაცხადა, ვირუსისგან დამცავი ნიღბების ტარება ივლისის პირველი რიცხვიდან სავალდებულო აღარ იქნება, მათ შორის, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

მინისტრის განმარტებით, პირბადის ტარება მოქალაქეებს მხოლოდ მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე დასახლებებში მოეთხოვებათ, როგორებიც ამჟამად არის ქალაქი კარვინა მორავია-სილეზიის მხარეში და პრაღა. თუმცა მისი თქმით, სიტუაცია ცვალებადია და ეს მიდგომა მომდევნო კვირებში კვლავ გადაიხედება.

ჯანდაცვის მინისტრმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ ვირუსი ჯერ კიდევ არსებობს და არსად გამქრალა.

ცნობისთვის, ჩეხეთში ამ დრომდე კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 333 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button