მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – 22 მილიონზე მეტი ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 6-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 94 ადამიანს ჩაუტარდა.

დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 77 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი, გარდაიცვალა.

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 33 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 436 539-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ში კოვიდ 19-ს კიდევ 406 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 170 458-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ამ დროისთვის, ბრაზილიაში 23 038 დადასტურებული შემთხვევა და 775 ათასი გარდაცვლილია. ინდოეთში კი, 54 288 ინფიცირებული და 880 ათასი გარდაცვლილი.

მსოფლიო მასშტაბით, სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის 22 049 426 დადასტურებული შემთხვევა; 777 439 გარდაცვლილი; 14 791 859 კი, – გამოჯანმრთელებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button