მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – იტალია, ბრაზილია, პერუ

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც.

„ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა, ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად, ვერადროს მოვახერხებთ გახსნას.” – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

შეგახსნენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 233 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 33 530 დაიღუპა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 31 199-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცის სამინისტრო ავრცელებს.

worldometers.info ინფორმაციით, ქვეყანაში დაინფიცირებულების რიცხვი 558 237-მდე გაიზარდა.

შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთ ქვეყანაში, – პერუში.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 845 ადამიანი დიანფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 174 884-მდე გაიზარდა. ფატალურმა შემთხვევებმა კი, 133-ით მოიმატა და 4 767-ს მიაღწია.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში 6 463 647 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი. 382 709 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 077 457 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button