მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 216-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2-ით გაიზარდა და 996-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7 166 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 282 პირი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 58 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 მილიონს მიუახლოვდა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ვირუსს კიდევ 1 243 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 161 347-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10,7 ათასი ადამიანით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

„გასულ კვირას გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, თუ როგორი ძლიერი გავლენა მოახდინა პანდემიამ ჩვენს საქმიანობაზე. რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ. არასდროს ვიფიქრებდით, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.” – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

worldometers.info-ს თანახმად, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 309 005 შემთხვევაა დადასტურებული. 46 511 ადამიანი გარდაიცვალა.

იმავე მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 548 380 შემთხვევაა დადასტურებული. 724 195 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 549 991 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button