მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ინფიცირების ყველაზე მეტი, 549 შემთხვევა მოსკოვის მხარეში გამოვლინდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში COVID-19 სულ 584 680 პირს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელდა 339 711 ადამიანი, გარდაიცვალა 7 992.

მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, რუსეთი მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

ბრაზილიაში 1 მილიონს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების 1 032 913 შემთხვევა. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი, 576 779 ადამიანი უკვე განიკურნა, 49 976 კი, გარდაიცვალა.

COVID-19-ის გავრცელების მასშტაბით, ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც: პერუში [ინფიცირებულია 251 338 პირი], ჩილეში [დადასტურებულია ინფიცირების 236 748 შემთხვევა] და მექსიკაში [ 175 202 შემთხვევა].

სულ მსოფლიოში დადასტურებულია COVID-19-ის 8 802 328 შემთხვევა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში გარდაიცვალა 464 620 ადამიანი, განიკურნა – 4 372 440.

მსგავსი პოსტები

Back to top button