მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ბრაზილიაში კორონავირუსის 42 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 539 081-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 24 სააათში კოვიდ 19-ს კიდევ 1 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 63 174-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

მექსიკაში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 251-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 654 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 29 843-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მექსიკამ, დაინფიცირებულთა რაოდენობით, იტალიას გადაუსწრო და 4 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში მე-9 პოზიციაზე დგას.

აშშ-ში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 129 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსის შედეგად შტატებში 129 114 ადამიანია გარდაცვლილი. აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი, 2 767 669-ს შეადგენს.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, პარასკევის მონაცემებით, ქვეყანაში 374 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა 27 790 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 914 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში კი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 47 677-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში COVID-19-ს 15 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი, 1 227-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 21 155 პაციენტი.

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 22 771 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 648 ათასს გადააჭარბა. ინფექციას 18 655 ადამიანი ემსხვერპლა, 394 200 კი, გამოჯანმრთელდა. დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში 242 383 ტესტი ჩატარდა, ტესტების საერთო რაოდენობამ კი, 9 მილიონს გადააჭარბა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 11 198 212 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 529 212 ადამიანი გარდაიცვალა, 6 345 233 პირი კი, გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button