მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა თურქეთსა და მსოფლიოში

თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 4 055 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ გამოვლენილია კოვიდინფიცირების 146 457 შემთხვევა. 106 133 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

11 მაისს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ოთხდღიანი კომენდანტის საათი დააწესა. „16, 17, 18 და 19 მაისს სახლიდან გარეთ გასვლა აიკრძალება. გარდა ამისა, ქვეყნის ცხრა პროვინციაში შესვლასა და გამოსვლაზე აკრძალვა მოიხსნება“. – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათი თურქეთის 31 პროვინციაში იმოქმედებს.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა თურქეთში 10 მარტს დაფიქსირდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 4 644 954 ადამიანი დაინფიცირდა, 1 769 907 კი, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ worldmeters.info იუწყება.

ამ დროისთვის, ინფექციას 308 964 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (88 507) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (33 998), მესამეზე კი – იტალია (31 610).

მსგავსი პოსტები

Back to top button