კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დავით ფურცხვანიძე თავისუფალია

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხანიძე თავისუფალია.

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 26 სექტემბერს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

26 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

“სქრინშოტი ტოტალურად გაყალბებულია. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები/ღრუბლები. შენობების/მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია [ჩვენს პლატფორმაზე]”. – წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი ტვიტერზე ერთ-ერთ დისკუსიაში, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული სატელიტური ჩანაწერების ავთენტურობას განიხილავდა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის გრიფით “საიდუმლო” მასალა გამოჩნდა.ამის შესახებ ინფრომაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა.

რომლის თქმითაც, უცნობია, რატომ ატარებს საქმეში გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსს. რამიშვილის განცხადებით, საქმეში ასეთი გრიფით მინიმუმ 3 ტომი დევს.

მიხეილ რამიშვილი, ადვოკატი

ადვოკატი ამბობს, რომ მან უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ველოდებით ინფორმაციას “ვილა ალგეთში” აღმოჩენილ საეჭვო ნივთებთან დაკავშირებით, მწერებთან და აღმოჩენილ სისხლის წვეთებთან დაკავშირებით. ველოდებით ასევე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და დანიშნულია. გარდა ამისა, აშშ-დან ველოდებით Facebook-ის ინფორმაციას გადაადგილების მიმართულებების შესახებაც,” – აღნიშნა რამიშვილმა.

 

წაიკითხეთ ასევე:

რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი – ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი განაცხადა

რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

ექსპერტიზა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი პრეპარატებმა გამოიწვია

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – მასშტაბური აქციები 10 სექტემბრიდან გაგრძელდება

ბაჩალიაშვილის დედა: ჩემ შვილს ფული ყარაბაღში იარაღისთვის გადაარიცხინეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ ექსპერტები დააკვირდებიან

შსს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე მიანიშნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკი შესაძლოა მემკვიდრეების მოთხოვნით წაიშალა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახლა უკვე ორი მუხლით მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან იყო

თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button