მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეს სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კარტოგრაფების საქმის განხილვა გაგრძელდება. ადვოკატები რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ და კვლავ ამბობენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ზუსტად რომელი მოწმის დაკითხვა იქნება, ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ, დაცვის მხარე, მზად ვართ, ნებისმიერი მოწმის შემთხვევაში, სრულყოფილად გამოვიკვლიოთ და დავსვათ ის კითხვები, რომელბიც თითოეულ მათგანთან გაგვაჩნია.

არსებითი არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოაება, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და ჩვენც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნეთ ამაზე საჩივარი, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური მიზნები, რაც არ გამომდინარეობს მართლმსაჯულების მიზნებიდან და ეს დევნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე”,- თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებული, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან.

წაიკითხეთ ასევე:

კარტოგრაფების საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

მსგავსი პოსტები

Back to top button