ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეროვნული ბანკი დღეს კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის

16 აგვისტოდან 16 სექტებრამდე, ერთთვიან მონაკვეთში ლარის გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურობიდან კვლავ გაუფასურების ტენდენციით შეიცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 2,6%-ით, ხოლო ევროსთან, – 2,5%-ით გაუფასურდა.

მკვეთრი გაუფასურების ფონზე, სულ უფრო აქტიური სავალუტო ინტერვენციები დაიწყო ეროვნულმა ბანკმაც. როგორც ცნობილი გახდა, ეროვნული ბანკი დღეს კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფეისბუკ ჩართვაში განაცხადა.

https://www.facebook.com/koba.gvenetadze/posts/10223862303892415?__xts__[0]=68.ARALJ3GSWcUqEbE9b5tKZO0xjuhQWY4ZQiLZvuYRmHhsaFODskug1wQSY68fBo0ZXfZgUsIFemvoKjyTmPX7hsE7wLlpsD5x4TgUyW_KtLncq_KODb-DjLZKvLgJCR5qbt5u3o48neqBBLfEshnCiiA-Rt5Wsme_OdH_7dIWRLdLmmFkNtNQV8P5MpSTFJRKPb7nXi5K_4jPAgm1pkYFwXGtrPrQLMBXF5UNc64Cc1baBHwn_vBZ9zvf3Z45FnP362dKYSzjBiIktzF1LU7fJ1-KtuHj7_w5iw5hqdCPYsPcXhxqTqRekXZEVE0XmhbXYHSEm6cg9BVnoNl_yxmQhot3Hfs&__tn__=-R

ამგვარად, ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე სავალუტო ინტერვენციაა. 5 დღის წინ სებ-მა, ასევე, 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საწყისი ეტაპიდანვე დაიწყო. ამგვარად წელს ეროვნულმა ბანკმა 12 სავალუტო აუქციონზე ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღესვე გაიმართა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებითაც, საბაზისო განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდა. მსგავსი ნაბიჯი, დიდი ალბათობით, ინფლაციის ზრდის მაღალი რისკით იყო ნაკარნახევი. ამ პირობებში, საბაზისო განაკვეთის შემცირებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინფლაციის ტემპის ზრდას.

მსგავსი პოსტები

Back to top button