მნიშვნელოვანირეგიონი

“ევროპულმა საქართველომ” კახეთში კანდიდატები წარადგინა

თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ზურაბ ჭიაბერაშვილი იბრძოლებს,- პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს კანდიდატი ლაგოდეხში გააცნო.

ჭიაბერაშვილმა რადიო ჰერეთს განუცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

მისივე თქმით, გუნდი ამომრჩეველს ოლქში 3300 ახალ სამუშაო ადგილს პირდება.

“ევროპული საქართველს” პარტიული სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ლაგოდეხელებს, ქვეყნის სოციალური და ეკონომიური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა წარუდგინა და რადიო ჰერეთთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ მთავარი ამოცანის განხორციელების გზა მთავრობისთვის თანხების მოკლება და ხალხისთვის მეტი ფინანსების გამოყოფაა.

მოუსმინეთ დავით ბაქრაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმებს

ლაგოდეხში შეხვედრას პარტიის 200-მდე მხარდამჭერი ესწრებოდა. ჰერეთი, შეხვედრაზე მისულ მხარდამჭერებსაც ესაუბრამ, მოუსმინეთ კომენტარებს შეხვედრიდან.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღესვე, წნორის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, კახეთის კიდევ ერთი ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა.

წაიკითხეთ ასევე

დეპუტატის ორი მანდატისათვის კახეთში ოთხი ყოფილი გუბერნატორი იბრძოლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button