მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

Facebook-მა ​რუსული პროპაგანდისტული მედიის გვერდი დაბლოკა

Facebook-ი ​რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას აგრძელებს, რომლებიც როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, დეზინფორმაციებს ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კრემლისტურ მედია “ნიუსფრონტთან” დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც Newsfront-ი ოპერირებდა, მათ შორის, საქართველოშიც. დღეს ამ მედიის ქართული გვერდი Facebook-ზე არარ იძებნება, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი არის საიტი, სადაც პრორუსულ ინფორმაციას ავრცელებენ.

Facebook-ს შესაბამისი განცხადებით არასამთავრობო ორგაზანიზაცია ISFED-მა მიმართა. “სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ Newsfront-ის წარმომადგენლობა საქართველოში მკვეთრად არის დაკავშირებული რუსულ აქტორებთან.

“საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეეძლოთ გასვლა და ისინი მიზანმიმართულად, ორგანიზებულად ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის რუსულ პროპაგანდას და ანტიდასავლურ გზავნილებს. რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, იყო ის, რომ ისინი პრაქტიკულად ცდილობდნენ ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდას, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ავრცელებდნენ მასალებს, როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ჯგუფებში და იქ ანტიოპოზიციურ გზავნილებს ავრცელებდნენ. ასევე ავრცელებდნენ მასალებს ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფებში”. – განაცხადა ISFED-ის აღმარულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ბოლო დეზინფორმაცია, რომელიც Newsfront-ზე გამოქვეყნდა, უკავშირდება ლუგარის ლაბორატორიას და მედიკამენტ რემდესივირს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკა ცდილობს, ამ მედიკამენტის დატესტვა საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინოს. აღნიშნულ პუბლიკაციას დღეს ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა.

“მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“. – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button