მნიშვნელოვანირეგიონი

“გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი”

გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – ამ სახელწოდებით, ზუგდიდში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რასაც „ემპათიის და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრები ადასტურებენ. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე, „შესაძლო გართულებების თავიდან არიდების

მიზნით“, საქართველოს მთავრობა მას გამოკვლევისთვის კერძო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.
მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გამოკვლევების ჩასატარებლად ვივამედის კლინიკაში გადავიდეს. რაც შეეხება უცხოეთსი მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პატიმრის სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანა არ ხდება

ერთ-ერთი ბოლო, ვინც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის სათანადოდ მკურნალობისკენ მოუწოდა, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ იყო. მან 6 მაისს Twitter-ზე დაწერა, რომ შემაშფოთებელია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სახალხო დამცველის რეკომენდაციები ძალიან სერიოზულად მიიღოს“.

მხარდამჭერები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ხელისუფლება უარს ამბობს,
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ცნობების გამო შეშფოთება გამოხატა ევროპის სახალხო პარტიამაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button