გიორგი რურუა პრეზიდენტმა შესაძლოა დღეს შეიწყალოს
სალომე ზურაბიშვილმა რურუას შეწყალების აქტი სავარაუდოდ დღეს უნდა გამოსცეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა მას შემდეგ რაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილ – 5 პუნქტიან დოკუმენტს მოაწერეს.
შეგახსენებთ,“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ, რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლომეს გადაწყვეტილება არცერთხელ მიიღო.გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი
წაიკითხეთ ასევე:
გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა