მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადაიდო

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადავადდა. მთავრობამ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, 1 ივლისიდან ტურისტული მიმოსვლა აღარ აღდგება.

“ისრაელში მკაცრდება რეგულაციები ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ხომ არ გადაიხედება გეგმები ამ თვალსაზრისით ორმხრივად.” – ამბობს თურნავა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.

მოისმინეთ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის კომენტარები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button