მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხაზარაძე ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

 

„მე მინდა დავადასტურო ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა“ – მამუკა ხაზარაძე სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ლელოს ლიდერი ერთ-ერთია, ვინც ჩანაწერების ნაწილის ავთენტურობას ადასტურებს და ამბობს, რომ ფაილებში აღწერილი მისი და მეუფე თეოდორეს საუბარი 2019 წელს ნამდვილად შედგა.

“მე მინდა დავადასტურო ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა, რომელიც მქონდა 2019 წელს მეუფე თეოდორესთან. ვადასტურებ იმ ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია იმ დროს, როცა გახარია იყო შს მინისტრი. მინდა მოვუწოდო პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დამკითხონ მე, როგორც ფაქტის მონაწილე, რომ დავადასტურო ჩანაწერის ავთენტურობა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2014-2021წლებით დათარიღებულმა ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებსა და ჟურნალისტებზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button