
კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ორი თვის წინ კიევ-პეჩორის ლავრაც ჩაკეტეს. იქ ვირუსი 100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.
ამ დროისთვის, უკრაინაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 24 012 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.