მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების გამო თელავის ბაღში 2 ჯგუფი დაიკეტა

კორონა ვირუსით თელავის საბავშვო ბაღში დედა- შვილი დაინფიცირდნენ,კორონა ვირუსი დაწესებულების თანამშრომელსა და მის მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა. კოვიდ-19 ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გახანგრძლივებული სწავლების ორი ჯგუფი, ბაღში სრულად დაიკეტა.

თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ჯგუფები 13 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში იქნებიან.

” ორივე ჯგუფში ირიცხება დაახლოებით 60 აღსაზრდელი, თუმცა რეალურად დადიოდა 20 ბავშვი.ყველა გაშვებულია თვითიზოლაციაში და ასევე სახლში, თვითდაკვირვების რეჟიმში დარჩება, ჯგუფის ძიძაც. რაც შეეხება , ინფიცირებული დედა- შვილის ჯანმრთელობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეზინფექცია ბაღში უკვე ჩავატარეთ და კიდევ ვაპირებთ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა რადიო ჰერეთთან.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის კიდევ ორ საბავშვო ბაღში, 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 1 მარტიდან განახლდა. ბაღის თანამშრომლებს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button