რეგიონისაქართველოსიახლეები

კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია” ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button