მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
ლაგოდეხის მერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

27 ოქტომბერს ლაგოდეხში, აფენის თემში, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ლაგოდეხის მერიამ მუშაობა დაიწყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ამისთვის ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს. უფრო კონკრეტულად, „ევროპული საქართველო“ ასაჯაროებს ლაგოდეხის მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, იმ უბანში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, სასწრაფოდ უნდა მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, სამუშაოები კი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უნდა დაიწყოს.
რას უპასუხებს ბრალდებებზე ლაგოდეხის მერია და რა შემთხვევებში შეიძლება მიენიჭოს საქმეებს გადაუდებელის კატეგორია?
მოუსმინეთ დავით ჭაბაშვილის, ნატალია შუბითიძის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს 👇
ვიდეო რეპორტაჟი 👇🎥