ლარი ვარდნას განაგრძობს 1 $- 2.385 ლარია

საქართველოს კომერციულ ბანკებში დღეს, 13 მაისს, 1 დოლარის შეძენა 2 ლარად და 385 თეთრად იყო შესაძლებელი.

დღეიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კი 2.3617 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6142 ლარს შეადგენდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button