მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ”

“მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უკიდურესად სამწუხაროა, რომ 20 ივნისს ადამიანები დაშავდნენ.

„სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ უფრო მეტად იცით? რადგან თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის, ეს დაიმახსოვრეთ კარგად.” – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

“20 ივნისს ქართველმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, ეს იყო მისი მოვალეობა, მისი ფუნქცია.” – განაცხადა გახარიამ.

“გავრილოვი ამ შენობაში, სადღაც, ამ სავარძელში იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც.” – განაცხადა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მაგრამ, მისივე თქმით, ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, რომლებიც აქ ბევრნი ზიხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდნენ, (პირდაპირ ბრალდებას არ მოვახდენ), მაგრამ გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები პროტესტს, რომელიც მშვიდობიანი იყო, შემდგომ გახდა ძალადობრივი. ბატონი ბოკერია, კარგად მახსოვს მისი სახე, ბატონი რატიანი, არ მიუთითებდნენ, რომ ეს არის დანაშაული. რა თქმა უნდა, შესაბამისად, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

“მეგობრებო, ამიტომ, ამას შესაბამისი ფასი ექნება. თქვენ შეიძლება, აქ რამდენიც გინდათ, იყვიროთ, მიუხედავად იმისა, რომ ემოციები შეიძლება ასე გქონდეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ შტურმით შეჭრა შენობაში, პარლამენტში არ დაუშვა, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიებები მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შესაბამისად, პირველი ამოცანა არის, რომ არ გაგვიჩნდეს უმუშევარი ადამიანი, რომელსაც არ უნდა დასჭირდეს სოციალური დახმარებისთვის მიმართვა, თუმცა მსგავსი რამ გამორიცხული არ არის და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ასეთი შემთხვევებიც გვექნება.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ რომან კაკულიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალური დახმარების მიზნობრიობის და კრიტერიუმების დამუშავების გადახედვის პროცესი, სისტემის რეფორმა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი რეფორმა.

„ამიტომ, პანდემიისას დახმარების მიმღებთა ქულების რაოდენობა 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე გავზარდეთ. ეს არის ის შუალედური გარდამავალი მომენტი, რომელიც ახლა დააზღვევს იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და ახლა იძულებული არიან, სოციალური დახმარებისთვის, სახელმწიფოს მიმართონ. თუმცა, ეს არის დროებითი. სოციალური დახმარების სისტემა, როგორც ქულების, ასევე მიზნობრიობის და აღრიცხვის ნაწილში, გეთანხმებით, რომ გადასახედია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ რეფორმას ამზადებს.” – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button