მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა

მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა.
სააგენტო IRNA-ის ინფორმაციით, რაისი საგარეო საქმეთა მინისტრთან, პროვინციის გუბერნატორთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მოგზაურობდა.
ინციდენტი კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის. ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

მედია ასევე წერს, რომ პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში მოგზაურობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები.

ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენში, მათ შორის, იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button