მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
მორიგი კოვიდინფიცირებული ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კარანტინი 12-მა კურსანტმა დატოვა, რომელთაგან 10 საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ორი კი, ე.წ. შს სამინისტროს ხაზითაა.
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში დაინფიცირების 36 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა.