მოსკოვში, კორონავირუსისას დაწესებული შეზღუდვების გამო, 15 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი დეპუტატები და აქტივისტები არიან. სამართალდამცველებმა ისინი ქალაქის ცენტრში, ჟურნალისტ ილია აზარის მხარდასაჭერად გამართული აქციისას აიყვანეს.
აზარს მოსკოვის სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა კარანტინის შეზღუდვების დარღვევის გამო მიუსაჯა. ის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან იმ აქტივისტის დაჭერას აპროტესტებდა, რომელიც მაღალჩინოსანი პოლიციელების კორუფციაში მონაწილეობას იკვლევდა.