კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ლაგოდეხში დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც რადიო ჰერეთს შსს-დან აცნობეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1993 წელს დაბადებული მ.ხ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს – 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button