კულტურამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ივანიშვილის საგალობელი მერიის თანამშრომლის რეპერტუარში

ვახტანგ კაკალაძე

ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლ ,,ვახტანგურის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ კაკალაძემ, “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ პრემიერებს – ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას სიმღერა მიუძღვნა.

სიმღერის ვიდეოჩანაწერი მან ფეისუბქგვერდზე გამოაქვეყნა, წარწერით:

“გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას!

“ეს სიმღერა თქვენ და ჩვენს ნამდვილ მომხრეებს♥ 41 41 41 41”

https://www.facebook.com/vaxo.kakaladze/videos/3167511513370178

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ვახტანგ კაკალაძე ოპოზიციის შეურაცხმყოფელ ტექსტებს და მოქმედი ხელისუფლების მაქებარ სტატუსებს ხშირად აქვეყნებს.

„ქობულეთის კულტურის ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპი არის მუნიციპალური (შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი) ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქართული ფოლკლორის, საგუნდო და თანამედროვე საესტრადო მუსიკის განვითარება/პოპულარიზაცია, საბიბლიოთეკო, შემოქმედებითი და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებისათვის სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება.

მსგავსი პოსტები

Back to top button