როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა “Sky Sports” იუწყება, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის ზედიზედ სამი ტესტირების შედეგებმა აჩვენეს, რომ თავდამსხმელი კოვიდ-19-სგან სრულად განიკურნა.
ცნობების მიხედვით, ნეიმარი “პსჟ-ში” სავარჯიშოდ უკვე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მოთამაშე 1 სექტემბერს დაინფიცირდა.